დღე 1
გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს Intel Education Viewer-ს და მისი მარტივად გამოყენების მეთოდებს.
შევარჩიეთ პროექტის თემა და დავწერეთ მისი მოკლე შინაარსი.
შევქმენით ახალი ბლოგი პროექტებისათვის.
დღე 2
გავეცანით მაღალ სააზროვნო სტანდარტებსა და მიზნებს. დავიწყეთ პროექტზე მუშაობა და ჩამოვაყალიბეთ პრობლემა, მისი რეალობასთან კავშირი და ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ასევე, დავიწყეთ პროექტ-გაკვეთილის გეგმის შდგენა.
დღე 3
გავეცანით ბლუმის ტაქსონონომიის სიტყვებს, რომლებიც შეესაბამება მაღალ სტანდარტს. სტანდარტი და მიზნები უნდა იყოს კარგად ფორმულირებული და შევაფასებადი.
ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი სამი ტიპის საკვანძო კითხვები: შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი.
დღე 4
გავეცანით შეფასების ოთხ განმავითარებელ კრიტერიუმს და ერთ განმსაზღვრელ კრიტერიუმს. ჩამოვაყალიბეთ პროექტის შეფასების გეგმა.
დღე 5
დავიწყეთ პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება სლაიდშოუს სახით. ასევე შევქმენით პროექტისთვის საჭირო ბუკლეტები.
დღე 6
ვაგრძელებთ კვლავ პრეზენტაციის მომზადებას, გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი ნამუშევრები ბლოგების საშუალებით და გავუზიარეთ ერთმანეთ მოსაზრებები და რჩევები.
დღე 7
ვისწავლეთ დიაგრამებისა და ცხრილების ჩასმა საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში, რაც საკმაოდ სასარგებლოა პროექტის მონაცემების თვალსაჩინოებისათვის.
ასევე, გავეცანით კითხვარების შექმნის პროცესს და შევქმენით ჩვენი პროექტების შესაბამისი კითხვარები.
დღე 8
დავასრულეთ გაკვეთილის გეგმისა და პროექტის პრეზენტაციის მომზადება, ასევე, პროქტისთვის საჭირო ყველა მასალისა და პროცედურების მოძიება-დამზადება.
საბოლოო შტრიხები შევიტანეთ ბლოგზე და ავტვირთეთ ჩვენი პროექტი.
დღე 9
ჩვენი პროექტების პრეზენტაციები წარმოვადგინეთ კოლეგებთან, გავაკეთეთ საბოლოო ჩასწორებები.
საბოლოოდ, საკმაოდ შრომატევადი და ნაყოფიერი ტრენინგი იყო, სასრგებლო და პრაქტიკული. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პროფესიულ საქმიანობაში.
მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს გაწეული შრომისათვის და სასარგებლო გამოცდილების გაზიარებისათვის.

No comments:
Post a Comment